10:52 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 11:08:50, 394 ნახვა

მსოფლიო
ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა, დაშავებულია 62 პირი

ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა, დაშავებულია 62 პირი. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდას შეადგენდა.

ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ ნეპალში, ბუტანსა და ინდოეთში. ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, მიწისძვრა, ადგილობრივი დროით, დილის 09:05 საათზე მოხდა. ეპიცენტრი კი ტინგრის რაიონში იყო, ევერესტის მთიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ყოვლისმომცველი სამძებრო, სამაშველო სამუშაოები უნდა ჩატარდეს მსხვერპლის რაოდენობის შესამცირებლად და დაზარალებულთა სათანადო დახმარებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics