22:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-02 14:56:20, 523 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთი უკრაინისთვის იარაღს ფარულად აწარმოებს - დიპლომატი

პოლონეთი თანამშრომლობს უკრაინასთან იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში, მაგრამ ამ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიზნით არ ამჟღავნებს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინაში პოლონეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა პიოტრ ლუკასევიჩმა ZN.UA-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინულ-პოლონური სამხედრო საწარმოების შექმნის პერსპექტივის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა უკრაინასა და პოლონეთს შორის უკვე არსებობს. კერძოდ, ის მოიცავს დრონების წარმოებას, ტანკების შეკეთებას, ასევე მაღალი ტექნოლოგიების სფეროში განვითარებას.

ლუკასევიჩმა ასევე დაადასტურა, რომ პოლონეთში უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანა აშენდა, თუმცა დიპლომატმა დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა.

„ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც აცხადებს ასეთ თანამშრომლობას, როგორიცაა სამხედრო ტექნიკის წარმოების ქარხნის მშენებლობა, გეოგრაფიულად რუსეთისგან შორს მდებარეობს და რადგან მათ საფრთხე არ ემუქრებათ, შეუძლიათ ამაზე ისაუბრონ. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ამიტომ არ ვსაუბრობთ ამაზე. ანუ გეოგრაფია ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics