|
2025-01-02 09:35:50, 441 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა. ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა აცხადებს, რომ ერთად იმუშავებენ უფრო უსაფრთო, ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის. დეკემბერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი შეეცდება გააძლიეროს ევროკავშირის მისია უკრაინის მხარდასაჭერად, როგორც მის სამხედრო (EUMAM Ukraine) ასევე სამოქალაქო (EUAM Ukraine) მიმართულებებში. მინისტრის თქმით, პოლონეთის თავმჯდომარეობა იბრძვის უკრაინისა და მისი აღდგენისთვის ევროკავშირის გრძელვადიანი და ურყევი პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერისთვის და რუსეთზე და მის მხარდამჭერებზე მზარდი ზეწოლისთვის, რათა რაც შეიძლება მალე დაასრულოს მიმდინარე აგრესია. გარდა ამისა, მან თქვა, რომ კიდევ ერთი მიზანია ევროკავშირის სანქციების გაძლიერება რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ და მათ გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლა. მინისტრმა სიკორსკიმ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან თანამშრომლობით, მოაწყობს კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება სანქციების პოლიტიკის გამოწვევებს (2025 წლის 25 თებერვალს). პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა. წევრი სახელმწიფოები როტაციით ითავსებენ ამ ფუნქციას 6 თვის განმავლობაში. თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობაში შედის დღის წესრიგის შედგენა, EU-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრების ხელმძღვანელობა, ამასთან, ევროპარლამენტთან კანონმდებლობების ირგვლივ შეთანხმებაზე შუამავლობა.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)