|
2024-12-28 14:44:04, 452 ნახვა
მსოფლიო
ანალენა ბერბოკი - საქართველოში ხალხის უმრავლესობას სურს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. ბერბოკის თქმით ქართველ ხალხის უმრავლესობას ევროპული გზის გაგრძელება სურს, რისთვისაც „ქართული ოცნების“ მმართველები სჯიან. „გალუმპული ახალგაზრდები წყლის ჭავლის წინ ევროპის დროშებით დგანან, ბებიები ყინვას და სამართალდამცავების ხელკეტებს უმკლავდებიან, თბილისის ქუჩებში მოცეკვავეები ქართულ და ევროპულ დროშებში არიან გახვეულნი, რამდენიმე კვირაა, ათი ათასობით ქართველი გაბედულად აპროტესტებს მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. საქართველოში ხალხის უმრავლესობას სურს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. ისინი ევროპას გულით ატარებენ, პროტესტი მათი ხმაა. მაგრამ ისინი, ვინც პარტია ქართულ ოცნებას მართავენ, მათ დაშინებით, სისასტიკითა და წყლის ჭავლებით პასუხობენ“ - წერს ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)