03:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-28 11:31:28, 410 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

თეა ახვლედიანმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს „აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა და დაღუპულების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა: „სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას გამოვხატავ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნით გამოწვეული ტრაგიკული შედეგების გამო და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახების მიმართ."

თეა ახვლედიანმა დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. „დაღუპულთა გლოვის ამ მძიმე დღეებში ვუცხადებთ სოლიდარობას აზერბაიჯანის მთავრობას და ხალხს, რომლებთანაც ჩვენ მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს." - აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის ჩანაწერში.  

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, „აზერბაიჯანის ავიახაზების" კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics