19:31 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-26 10:19:38, 424 ნახვა

საზოგადოება
დავით სონღულაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქეთის ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია. ჩვენთვის საინტერესოა თურქეთის გამოცდილების გაზიარება. ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველია“,- განაცხადა სონღულაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება ქვეყნისთვის ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა.  როგორც თურქეთის ელჩმა განაცხადა, ქვეყნებს ისტორიული მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს, რაც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეთევზეობის, მესაქონლეობის, ირიგაციის, სატყეო სექტორისა და ნარჩენების მართვის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა თურქეთში ქართული წარმოების სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტის ზრდის, ასევე, თურქეთის ჰორეკა სექტორთან ღვინის ქართველი მწარმოებლების თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის საკითხებზე. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics