14:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 20:23:50, 446 ნახვა

პოლიტიკა
PACE - არჩევნების დღეს, კახეთში, ჩვენი დამკვირვებლების მანქანა კუნთმაგარი კაცების ჯგუფმა მიზანმიმართულად გაანადგურა

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოხსენებაშია ნათქვამი, რომელშიც საუბარი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების პროცესს ეხება.

როგორც PACE-ს მოხსენებაშია აღნიშნული, საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა მიზანმიმართულად გაანადგურა დაახლოებით 40 კუნთმაგარი და არამეგობრული ადამიანის ჯგუფმა.

"სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა მიზანმიმართულად გაანადგურა დაახლოებით 40 კუნთმაგარი და არამეგობრული ადამიანის ჯგუფმა. დახვრეტილ იქნა საბურავები. შემდეგ უკვე დაზიანებული მანქანისთვის ძველი ავტომობილის განზრახ დაჯახებით, დამნაშავეები ცდილობდნენ, დაზიანება ავარიის შედეგად წარმოეჩინათ",- ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics