|
2024-12-24 13:40:51, 436 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 2024 წელს თბილისში საცხოვრებელი ფართი 204 ოჯახს დაუკანონდა, 2017 წლიდან დღემდე კი - 3 010-ს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროგრამის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში შესყიდულია 127 ბინა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 12 187 747.47 ლარი. როგორც მან დედაქალაქის საკრებულოში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2017 წლიდან დღემდე ფართები, ჯამში, 3 010 ოჯახს დაუკანონდა.
ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო და უკვე 18 606 განაცხადზეა თანხმობა გაცემული.
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს ფართებით 390 პირი დაკმაყოფილდა.
დედაქალაქის მერის თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის განმავლობაში ათვისებული თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. კალაძის განცხადებით, პირველ საპილოტე პროექტში, რომელიც ვარკეთილის დასახლებაში ხორციელდება, გარემონტებული ბინები გადაეცა 36 ოჯახს, დაპირებისამებრ, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კიდევ სამ მისამართზე: კალოუბნის ქუჩა N18; ვარკეთილის მესამე მასივის მეოთხე კვარტალი, მე-6 კორპუსი; გამრეკელის I შესახვევი N6.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)