18:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 11:42:07, 429 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ

დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

პრეზიდენტის განცხადებით, „სწორედ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული არხი „იმედი“ აცხადებენ, რომ ეუთო საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს. უცხოური განცხადებების შესახებ ტყუილი წესად იქცა“.

„როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ "ღირსების ორდენით" დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ახლახან დაუწესეს სანქციები... როგორი რეაქცია უნდა გქონდეს?

სწორედ მაშინ, როცა "ქართული ოცნება" და პროპაგანდისტული არხი "იმედი" აცხადებენ, რომ ეუთო აღიარებს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას. უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა… ძველი საბჭოთა ჩვევა!!! დროა, ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვონ ახალი არჩევნები“, - წერს პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics