18:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 11:28:19, 452 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ეუთო/ოდირმა ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვა, ეს არჩევნები არალეგიტიმურია

ეუთო/ოდირმა ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვა, ეს არჩევნები არალეგიტიმურია- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, ახლა უკვე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნითაც არის შესაძლებელი იმის თქმა, რომ "საქართველოს თვითმარქვია რეჟიმი ჰყავს".

„ეუთო/ოდირმა ყველა სპეკულაციას დაუსვა წერტილი. ეს არჩევნები არალეგიტიმურია. თავად ამ საკითხის დასმა ძალიან ფართომასშტაბიან დოკუმენტში და ხალხისთვის ამ საკითხის მინდობა, ცალსახად მიუთითებს მათ პოზიციას. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, მსოფლიო მასშტაბის მატყუარაა ეს კაცი და მისგან ტყუილი აღარავის უკვირს. თქვენ ნახავთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მყარ და მკაფიო მოთხოვნას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე. დღეიდან ეუთო/ოდირის დასკვნითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ჰყავს თვითმარქვია რეჟიმი და არჩევნები იყო არალეგიტიმური“,- განაცხადა გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics