|
2024-12-21 01:21:59, 646 ნახვა
მსოფლიო
მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ტერაქტის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი ბრბოს შევარდნისას, იტყობინება გაზეთი Bild. მანქანამ, რომელიც სავარაუდოდ შავი BMW იყო, 400 მეტრი გაიარა ბრბოში, წერს AFP. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დააკავეს. ხელისუფლებამ ჯერჯერობით მხოლოდ ორის დაღუპვა დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდო ტერორისტი დაკავებულია. ტერორისტი საუდის არაბეთის მკვიდრია, ის 50 წლისაა. თავდასხმამდე მან იქირავა BMW-ს მარკის მანქანა, რომლითაც საშობაო ბაზრობაზე ხალხს დარბოდა. ტერორისტი დანაშაულის ჩადენისთანავე დააკავეს - თვითონ გადმოვიდა მანქანიდან და ასფალტზე დაწვა. მგზავრის სავარძელზე ჩანთა დევს - ახლა მესაზღვრეები ამოწმებენ. დანაშაულის ადგილი გარშემორტყმულია. მანქანაში შესაძლოა ასაფეთქებელი იყოს. — მაგდებურგის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ჯერ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, მოქმედებდა თუ არა ტერორისტი მარტო. — საქსონია-ანჰალტის შტატის მთავრობის წარმომადგენელმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)