04:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 11:02:07, 967 ნახვა

ომი უკრაინაში
მაკრონმა და ზელენსკიმ დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ემანუელ მაკრონთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის პოზიციების შემდგომი გაძლიერების ძირითადი პრიორიტეტები რუსული აგრესიისგან თავდაცვაში. მთავარ ამოცანად რჩება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. მადლობა გადავუხადე საფრანგეთს ჩვენი არმიისთვის ერთი ბრიგადის მომზადებისთვის და შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და მოვამზადოთ მეორე ბრიგადა.

ჩვენ ველით, რომ სხვა პარტნიორებიც შეუერთდებიან ამ ძალისხმევას და ხელს შეუწყობენ დამატებითი უკრაინული ბრიგადების დაკომპლექტებას. ჩვენ თანაბრად ვხედავთ, რომ საიმედო გარანტიებია საჭირო მშვიდობისთვის... ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობას პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე უკრაინაში იმ ძალების არსებობასთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ მშვიდობის გზაზე სტაბილიზაციას“,- წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics