|
2024-12-15 16:04:48, 434 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში N28 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა შენდება
თბილისის მერმა კახა კალაძე მის მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად სამგორის რაიონში, N28 საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი 450 ბავშვზეა გათვლილი.
მერიის ცნობითვე, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე და სამგორის რაიონის გამებელი კახა სამხარაძე. "საბავშვო ბაღის ძველი შენობა, საექსპერტო დასკვნის მიხედვით, გამაგრებას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც, მისი დემონტაჟი განხორციელდა. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა. ახალი შენობა 15-ჯგუფზეა გათვლილი და დაახლოებით 450 აღსაზრდელს მოემსახურება. ინფრასტრუქტურის მასშტაბის გათვალისწინებით, სრულად დაკმაყოფილდება ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობის საჭიროება სკოლამდელი განათლების მიმართულებით. N28 ბაღის ჯგუფები და პერსონალი ამჟად, ახლომდებარე ბაღებში არიან განთავსებული, მომავალი წლის ბოლოსთვის კი პატარები ახალ შენობაში დაბრუნდებიან. პროექტის ღირებულება 7,5 მილიონი ლარია",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)