02:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 16:43:59, 452 ნახვა

პოლიტიკა
როთი - მმართველი პარტია აღრმავებს საქართველოს დაყოფას, გეგმავს გადატრიალებას და ლიბერალური დემოკრატიის განადგურებას ცდილობს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ეხმაურება.

როგორც როთი სოციალურ ქსელში წერს, ყაველაშვილის „არჩევა“, საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის Gleichschaltung-ისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის „არჩევა“, საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის Gleichschaltung-ისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მმართველი პარტია აღრმავებს საქართველოს დაყოფას, გადატრიალებას გეგმავს და ცდილობს ლიბერალური დემოკრატიის განადგურებას“,- წერს მიხაელ როთი.

შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics