10:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 13:24:30, 630 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - მივმართავ გომელაურს, დაკითხეთ თუ არა ივანიშვილი და კობახიძე? - პოლიტიკურ დავალებებს ისინი გასცემენ

მინდა მივმართო შს მინისტრ გომელაურს, არიან თუ არა დაბარებული დაკითხვაზე ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ? - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მას, არამედ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს უნდა იბარებდეს.

„ქვეყანაში არის ქაოსი, სახელმწიფო ინსტიტუტები ფაქტობრივად ჩამოშლილია. ამ ქაოსს აქვს სახელი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ გვაძლევს ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას. სანამ ამ ადამიანს არ მოვიშორებთ, ჩვენ არ გვიწერია არც სიმშვიდე, არც ნორმალური ცხოვრება და არც  ევროკავშირში ინტეგრაცია. მუდმივად ამ ქაოსის მსხვერპლი ვიქნებით. მისი და ჩვენ ინტერესი განსხვავდება ერთმანეთისგან, მას უნდა ბევრი ფული აკეთოს და ძალაუფლება მიიტაცოს, ჩვენ გვინდა ნორმალურად და ადამიანურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში.

გუშინ მე მივიღე გაუგებარი ფურცელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მინდა მივმართო შს მინისტრ გომელაურს, სახელის და გვარის დაწერა შეგეშალათ, ჩემი სახელი და გვარი წერია და უნდა ეწეროს ბიძინა ივანიშვილი. ზეპირად რომ მითხარით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ამის ორგანიზატორი არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. მივმართავ ვახტანგ გომელაურს, დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე? ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებებს, რომლის გამოც სპეცრაზმი თავ-პირს ამტვრევს ადამიანებს, აორგანიზებენ „ტიტუშკებს“, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს. არიან თუ არა დაბარებული დაკითხვაზე ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე ჯგუფური ძალადობის, ჟურნალისტების დავდასხმის, ადამიანების თავ-პირის მტვრევის ორგანიზებაზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“,- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics