|
2024-12-09 00:41:31, 3123 ნახვა
მსოფლიო
ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში ჩავიდნენ
სირიის ჩამოგდებული პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა მასიური მეამბოხეების თავდასხმის გამო, მოსკოვში ოჯახის წევრებთან ერთად ჩავიდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS კვირას, 8 დეკემბერს საღამოს კრემლში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. „ასადი და მისი ოჯახის წევრები ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე რუსეთში ჩავიდნენ, მათ თავშესაფარი მისცეს“, - ციტირებს სააგენტო თავის თანამოსაუბრეს. იმავე დღეს, 8 დეკემბერს, ბრიტანულმა მედია კომპანია BBC-მ, პორტალ Flightradar24-ის მონაცემების გაანალიზების შემდეგ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავი აფრინდა ლატაკიიდან, შემდეგ გათიშა ტრანსპონდერი და გაემართა რუსეთისკენ. „თვითმფრინავი შეიძლებოდა აფრენილიყო რუსეთის სამხედრო ბაზიდან ხმეიმიდან ან ლატაკიის აეროპორტიდან“, - ნათქვამია ტელეგრამის პოსტში „თვითმფრინავის ტრანსპონდერი მცირე ხნით ჩართული იყო და დაშვებამდე ისევ გამორთული იყო. ასადის მოსკოვში ჩამოსვლა ოფიციალურად არ გამოცხადებულა. ამასობაში საერთაშორისო მედია ინტერნეტში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციაში სირიის საელჩოს შენობიდან ამ ქვეყნის დროშა ჩამოხსნეს. დიპლომატიური წარმომადგენლობის სახელწოდების აბრაც მოიხსნა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)