|
2024-12-07 22:54:10, 580 ნახვა
სამართალი
კოალიცია ცვლილებისთვის ოფისთან ტიტუშკები კობა ხაბაზს თავს დაესხნენ
ბესიკის ქუჩაზე, კოალიცია ცვლილებისთვის ოფისთან ტიტუშკები მიცვივდნენ, ადგილზე დაპირისპირებაა. შავფორმიანები იქამდე თავს დაესხნენ მოქალაქეებს ალექსანდრე ბაღში, ასევე ნაცემია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი და კიდევ ორი ადამიანი. ხაბაზს დაზიანებები აქვს თავის არეში. კობა ხაბაზის თქმით, თავდამსხმელების გეგმა იყო, რომ ვინმე ცნობილი ადამიანი ეცემათ. „მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ლიფტიდან გამოვედი, იქვე კიბეა ოფისში ჩასასვლელი და როდესაც ჩავდიოდი, უეცრად ამოვარდნენ. 50-მდე ადამიანი იყო. დაიწყეს გინება, ცემა. თავში ჩამარტყეს რაღაც და დავეცი, შემდეგ წიხლებს მირტყამდნენ. აშკარად მიცნეს და დამესივნენ. დავალება იყო, რომ ვინმე ცნობადი სახე ეცემათ. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული. ეს დაპირისპირება ოფისის შიგნით დაიწყო, სადაც არის გამშვები პუნქტი. შიგნით გველოდებოდნენ, ვინც პირველი გამოვიდოდა, ის მოჰყვებოდათ ხელში და მე აღმოვჩნდი პირველი. გეგმა იყო ეცემათ ვიღაც და ვისაც სცემდნენ, უნდა ყოფილიყო მეტ-ნაკლებად ცნობადი ადამიანი. სასაცილოდ საწყლები და პატარები არიან, როცა ასე ჩასაფრებით და თან 50 კაცი ესევა ერთ ადამიანს და ფიზიკურად უსწორებენ ანგარიშს. აუცილებლად აგებენ ისინი პასუხს. ივანიშვილი და რუსები აუცილებლად ცუდად დაამთავრებენ", - განაცხადა კობა ხაბაზმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)