|
2024-12-06 13:25:19, 5629 ნახვა
რეგიონი
კასპში პირველი პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი Griffin Kaspi შეიქმნა
კასპში პირველი პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი Griffin Kaspi „კასპის გრიფინი“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კლუბი „გრიფინი“ (მწვრთნელები გიორგი სიმონიშვილი და გიორგი მოსიაშვილი) კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა და კასპის საკალათბურთო ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. „მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა კლუბის მოთამაშეები ვარჯიშის დროს მოინახულეს და პირველი გამარჯვება მიულოცეს. პირველი ამხანაგური მატჩი ა ლიგის რუსთავის კლუბთან 100 : 87 გამარჯვებით დაასრულეს. კლუბი გამოცდილი კალათბურთელებითა დაკომპლექტებული და ა ლიგაში გადასასვლელად ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა უწევთ. პირველ ეტაპზე 8 - 15 დეკემბერს კლუბ „მთიებს“ დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი - 23 – 26 დეკემბერს „ასტრალს“. ვახტანგ მაისურაძემ წარმატებები უსურვა საკალათბურთო კლუბ „გრიფინს“ და აღნიშნა - კლუბს კიდევ ერთი „დატვირთვა“ ექნება - ნიჭიერი კასპელი ახალგაზრდები, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ გუნდში ვარჯიშობენ "გრიფინში" რეგულარულად ივარჯიშებენ და მიეცემათ საშუალება მეტი პროფესიონალიზმისა და მომავალი წინსვლისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)