18:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 11:09:54, 452 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეების მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დასრულდა

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დასრულდა.

მანამდე, აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

მოქალაქეებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

ამასთან ერთად, მანამდე საპოლიციო ძალები მომიტინგეების მიმართ ე.წ. წიწაკის სპრეისა და გაზის კაფსულებს იყენებდა, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, აქციის მონაწილეების მიმართულებით, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან 3 დეკემბერს, 19:00 საათზე შეიკრიბნენ, პოლიცია წყლის ჭავლს ეტაპობრივად იყენებდა.

შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მე-6 დღეა მიმდინარეობს. პროტესტმა თბილისი და ქვეყნის არაერთი ქალაქი და მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics