|
2016-03-01 11:23:37, 1357 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში სამართალდამცველებმა მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
საფრანგეთში მიგრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს. როგორც სააგენტო იტყობინება, გუშინ ფრანგმა სამართალდამცველებმა საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კალესთან, მიგრანტთა ბანაკის ნაწილის დემონტაჟი გადაწყვიტეს. აღნიშნულმა ფაქტმა მიგრანტების უკმაყოფილება გამოიწვია. სააგენტოს ცნობით, არეულობაში 200-მდე მიგრანტი მონაწილეობდა. მიგრანტებმა, სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და რამდენიმე კარავი დაწვეს. საფრანგეთის პოლიციამ სიტუაციის დასარეგულირებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როგორც France24 საფრანგეთის მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება, ბანაკში 1 000-მდე მიგრანტი ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რაოდენობა 3 400-ს აღწევდა. მიგრანტებს საფრანგეთის სხვა რეგიონებში გადაიყვანენ, მაგრამ კალეს დატოვება უმრავლესობას არ სურს, რადგან დიდ ბრიტანეთში აპირებს გადასვლას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)