20:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 17:44:16, 288 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - უმძიმესი კადრები ნახა საზოგადოებამ, თუ როგორ იქცეოდა აქციის მონაწილეთა ნაწილი, აშკარად იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები

ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას - არც ქვეყნის გარედან, არც ქვეყნის შიგნით, რომ საქართველო უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენონ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მედიასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო დღეებში დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ძალადობრივი ხასიათი მიეცა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ძალიან მძიმე იყო, რაც ჩვენ დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ. ეს იყო ძალადობრივი შეკრებები. უმძიმესი კადრები ნახა საზოგადოებამ, თუ როგორ იქცეოდნენ აქციის მონაწილეები. ცხადია, ყველაზე საუბარი არ მაქვს, მაგრამ აშკარად იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს უვარდებოდნენ. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე აღარაა საუბარი, პირდაპირ ქვების, „პეტარდებისა“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა იყო. ბრუტალური ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში გადატრიალება და რევოლუცია მოაწყოს, ხალხი დააპირისპიროს, პოლარიზაცია გააღრმაოს. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, არც გარედან, არც ქვეყნის შიგნით, რომ საქართველო უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენონ. „უკრაინიზაციის“ განხორციელების შესაძლებლობას ვერავინ შეძლებს. ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ღირსებით შევალთ ევროპაში“,- აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics