20:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 16:34:43, 401 ნახვა

პოლიტიკა
რუტე - ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია, მათ ცალსახად ვგმობ

ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია, მათ ცალსახად ვგმობ,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანი მარკ რუტე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

რუტეს საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად ყველაფერი გააკეთოს, რაც ყველას ინტერესშია.

„ცნობები ძალადობის შესახებ არის ღრმად შემაშფოთებელი და მე მათ ვგმობ ცალსახად. მე მოვუწოდებ მთავრობას, რომ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად, რაც ყველას ინტერესშია. ნატო არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიასა და ფასეულობებზე, რომლებიც გულისხმობს თავისუფლების პატივისცემას. მე მწამს, რომ ეს ფასეულობები არის ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. ამიტომ, ნატოს ყველა მოკავშირეს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც აზიანებს დემოკრატიას საქართველოში და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას, არის მიუღებელი. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მტკიცედ დადგეს იმ გზაზე, რომელიც არჩეული აქვს ქვეყანას და არ მოხდეს უკუსვლა", - განაცხადა რუტემ მინისტერიალის დაწყებამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics