20:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 14:28:55, 436 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ პოლიციელები - მადლობა მათ

მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს - შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეების განმავლობაში მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „თუ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები, ბოლო სამი დღის განმავლობაში შესაბამისი მოქმედებები ჩატარდა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე“.

„მინდა, შევაჯამო განვლილი 5 დღე, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის" 5-დღიანი ციკლი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. თქვენ, მოგეხსენებათ, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები. მას შემდეგ, გასული სამი დღის განმავლობაში, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები, ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შსს, მოქმედებდნენ პოლიციელები. მადლობა მათ ამისთვის. ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპული და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics