|
2024-12-03 12:39:19, 416 ნახვა
პოლიტიკა
თბილისსა და რეგიონებში სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ
თბილისის რამდენიმე სკოლის გაფიცული მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ. მოსწავლეები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე დასწრებას არ აპირებენ. გაფიცული მოსწავლეების აქცია თბილისის 161-ე საჯარო სკოლის, მე-6 გერმანული გიმნაზიის, თბილისის 171-ე საჯარო სკოლისა და დიღმის 192-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
სკოლის გაფიცულმა მოსწავლეებმა აქცია გამართეს მუხიანის 174-ე, 175-ე და 181-ე საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოსწავლეების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ზუგდიდშიც.
მოსწავლეების საპროტესტო აქცია იმართება ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისშიც. შეგახსენებთ, თბილისთან ერთად, არაერთი ქალაქი პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)