22:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 17:38:02, 352 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთმა ივანიშვილს, გომელაურსა და კიდევ რამდენიმე პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა.

როგორც ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ზე წერს, იმ ადამიანთა სიაში, ვისაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძეა.

„უარი ეთქვათ ესტონეთში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს“,- წერს ცაჰკნა.

შეგახსენებთ, გუშინ, 1-ელ დეკემბერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოში პროტესტის დახშობაზეა პასუხისმგებელი, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics