|
2024-11-29 14:56:05, 560 ნახვა
საზოგადოება
საია - არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც მოქალაქეების ნებას ეწინააღმდეგება
არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საია „ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად ბოლომდე იდგება“.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. კობახიძის განცხადების შემდეგ, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. თბილისში, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო, რა დროსაც პროტესტის მინაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მანამდე კი, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. არიან დაშავებულები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)