07:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-28 17:58:24, 400 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო - ევროპარლამენტი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, მათ დასკვნებს ვეთანხმები

ევროპარლამენტი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, მათ დასკვნებს ვეთანხმები,- ამის შესახებ უკრაინის რადას წევრი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

გონჩარენკოს განცხადებით, „საქართველოში მომხდარი არეულობა“ საკუთარი თვალით ნახა.

„ევროპარლამენტი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ევროპარლამენტის დასკვნებს ვეთანხმები. საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სტატუსით ვიყავი და ეს არეულობა ჩემი თვალით ვნახე“, - წერს გონჩარენკო.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ; პარლამენტი ითხოვს ევროკავშირის სანქციების დაწესებას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მაღალი დონის ოფიციალური პირების წინააღმდეგ; რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა შეუთავსებელია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივასთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics