|
2024-11-27 11:43:01, 687 ნახვა
საზოგადოება
„ექსპო ჯორჯიაში“, „თიბისის მხარდაჭერით“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება
29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, „თიბისის მხარდაჭერით“, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა - Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 ჩატარდება. გამოფენის მხარდამჭერები არიან ასევე USAID Agricultural Trade Diversification Program, FAO გაეროს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, ლურჯი მოცვის ასოციაცია და ნიდერლანდების საელჩო. Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე გარე სივრცეში ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, კვების მრეწველობის პროდუქცია. წელს პირველად USAID-ის მხარდაჭერით, გამოფენას ეწვევიან შემსყიდველები ინდოეთიდან. ნუშისა და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ წამყვან კომპანიებს ინდოეთიდან. ნიდერლანდების საელჩოსთან და ლურჯი მოცვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 30 ნოემბერს გამოფენას ეწვევა ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის - TWOWAYZ-ის სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ვორქშოფების სერიას ჩაატარებს. ვორქშოფზე დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე. 29 და 30 ნოემბერს 11-დან 17:00 საათამდე, სხვადასხვა შეხვედრა და პანელური დისკუსია ჩატარდება, სადაც დასწრება თავისუფალია. გამოფენაზე დასწრება 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-18:00 საათებში იქნება შესაძლებელი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)