|
2024-11-26 17:50:32, 519 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება
2025 წელს სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამხედროების დაფასების პოლიტიკასა და მათთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება სამხედროების ხელფასების მზარდ დინამიკაზეც გაამახვილა.
ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა სამხედროების საბინაო უზრუნველყოფის პროცესზეც:
მინისტრობის კანდიდატმა, ასევე ყურადღება გაამახვილა თავდაცვის უწყების პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერისკენ. მისი თქმით, აქტიურად ხორციელდება ჯარის მაღალი ხარისხის სანივთე ქონებით აღჭურვა, უმაღლეს სტანდარტებს პასუხობს ჯარისკაცის კვების, სამედიცინო და სადაზღვევო პირობები. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)