|
2024-11-26 11:22:56, 735 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა - 119 ადამიანი დაშავდა და ერთი პოლიციელი დაიღუპა
პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 119 ადამიანი დაშავდა და ერთი პოლიციელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები ისლამაბადში შესვლას ცდილობდნენ, რათა ქვეყნის პარლამენტთან მისი გათავისუფლება მოეთხოვათ, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა და პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. როგორც მედია იუწყება, პაკისტანის პოლიციამ იმრან ხანის 80-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავა. ისლამაბადში შესვლა-გამოსვლა დროებით აკრძალულია მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაციისკენ მოუწოდა. 72 წლის იმრან ხანი 2023 წლის აგვისტოდან ციხეში იმყოფება და მის წინააღმდეგ 150-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის, ტერორიზმისა და კორუფციის ბრალდებით.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)