|
2024-11-25 23:46:20, 735 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთთან ომის შემთხვევაში ბუნკერების სიის შედგენა დაიწყო
გერმანია ადგენს ბუნკერების სიას, რომლებსაც შეუძლიათ გადაუდებელი თავშესაფარი უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რუსეთთან დაძაბულობის ფონზე იტყობინება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო The Guardian-თან, . სიაში შედის არა მხოლოდ მიწისქვეშა მეტროსადგურები და ავტოსადგომები, არამედ სამთავრობო შენობები და კერძო ობიექტები, განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა. დაგეგმილია ბუნკერებისა და თავშესაფრების ციფრული რეესტრის შექმნა, რომლებზეც მოქალაქეებს წვდომა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. ადამიანებს ასევე წაახალისებენ, მოაწყონ თავშესაფრები საკუთარ სახლებში, სარდაფები და ავტოფარეხები მათში გადააკეთონ. პროექტის განხორციელების დრო არ გამოცხადებულა, რადგან ის მოითხოვს დროსა და მონაწილეობას სამოქალაქო დაცვის სამსახურისა და სხვა დეპარტამენტებისგან. გერმანიაში ამჟამად 579 ბუნკერია, რომლებიც ძირითადად მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დროს აშენდა. გეგმა ივნისში მაღალი თანამდებობის პირთა კონფერენციაზე შეთანხმდა და მას სპეციალური საინიციატივო ჯგუფი ამუშავებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიტვა ქმნიან „ბალტიისპირეთის თავდაცვის ხაზს“ რუსეთის სავარაუდო შემოჭრის წინააღმდეგ, წერს The Times. მისი მთავარი ელემენტი იქნება ათასი ბუნკერი, რომელიც შეიქმნება რუსეთის, ბელორუსის და კალინინგრადის რეგიონის რუსეთის ექსკლავის საზღვრებზე.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)