|
2024-11-22 12:51:08, 438 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა
22 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წყლისა და ურბანული განვითარების სექტორის დირექტორს, ნორიო საიტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი ესწრებოდნენ. “მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ურბანული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა, ასევე ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილეს. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტუმარს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)