|
2024-11-22 11:40:43, 390 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა სერვისის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამაში გამოვლენილი გამოწვევები განიხილა და მათი დაძლევის შესაძლო გზებზეც ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სოციალური განვითარების კიდევ უფრო გაძლიერებაზე მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციართა ინკლუზიური განვითარების მხარდაჭერა და მათი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. “შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, მოადგილე ბელა გოგუა, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე და სოციალური პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი თამარ გოცაძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)