|
2024-11-21 14:25:34, 407 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
2025 წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირებისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა, პროგრამის განვითარების შესაძლებლობები განიხილა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, ბენეფიციარებისა და სამედიცინო დარგის წარმომადგენლებისგან მიიღო. „იმსჯელეს დაავადებების მკურნალობის გაფართოების შესაძლებლობებზე, შესაბამისი კადრებისა და სპეციალისტების გადამზადების საკითხებზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტი თითოეული ბენეფიციარის ჯანმრთელობისა და ინტერესის დაცვაა, შემდგომი გადაწყვეტილებებიც, ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, მშობლების აქტიური ჩართულობით იქნება მიღებული. შეხვედრებს ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე და სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, ასევე - პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექიმები და ექსპერტები“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)