|
2024-11-21 14:13:02, 489 ნახვა
საზოგადოება
საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს - ნაკრების სპონსორი „საქართველოს ბანკია“
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2 უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. ნაკრები დღეს, 21 ნოემბერს ქალაქ ჰელსინკიში, ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე თამაშს კი ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 24 ნოემბერს თბილისში გამართავს. თბილისიდან ჰელსინკიში 10 ქართველი კალათბურთელი გაემგზავრა, 4 მოთამაშე ჰელსინკიშივე დახვდება, გუნდის უდავო ლიდერი და კაპიტანი, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს დღეს შეუერთდება. სერბი სპეციალისტის რჩეული თხუთმეტეული, რომელიც ჩემპიონატში საქართველოს სახელისთვის იბრძოლებს, ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, ჩვენს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი წაგება აქვს დანიისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ და G ჯგუფის ბოლო ადგილზეა. ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეთ, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინეთის ნაკრებთან ორივე შეხვედრაში გამარჯვება, რათა კონტინენტის საუკეთესო სანაკრებო ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ვითამაშოთ. ისღა დაგვრჩენია, ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს დარჩენილ ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. ვიმედოვნოთ, რომ ამჯერადაც გავალთ ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2025 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)