|
2024-11-19 14:00:44, 817 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - 2024 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ ასევე დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით. დასაქმებულთა რაოდენობა 41.3 ათასით გაიზარდა და მილიონ 408 ათასი შეადგინა. დასაქმების დონე 1.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 47.1 პროცენტს შეადგენს.
მისივე თქმით, პოზიტიური მაჩვენებლების ერთ-ერთი განმაპირობებელია ეკონომიკური აქტივობის ზრდა ქვეყანაში.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 14.1 და 13.4 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)