08:56 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 10:46:06, 411 ნახვა

საზოგადოება
მედიაომბუდსმენი - მოვუწოდებთ შსს-ს, მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა შეაჩეროს

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიაომბუდსმენი ავრცელებს.

მედიაომბუდსმენი ასევე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს.

„ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიმართა 

დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს; სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti-ის კორესპონდენტს, გივი ავალიანს; ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს „მთავარი არხის“ოპერატორი სერგი ბარამიძე; სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკას“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით“,- ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics