|
2024-11-17 11:19:45, 485 ნახვა
საზოგადოება
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა 18 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 18 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციდება გეგმიური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურება. "კერძოდ, გორგოლაჭების სექციას ჩაუტარდება რევიზია და კაპიტალური შეკეთება, გამოიცვლება გორგოლაჭების ღერძები და საკისრები, დემონტაჟი და შემდეგ მონტაჟი ჩაუტარდება ამძრავ სადგურში მზიდი/საწევი ბაგირის დამჭიმი ჭაღის ჰიდრავლიკურ ცილინდრს, მოხდება ჰიდრავლიკური და სამუხრუჭე სისტემების რევიზია, მაღალი წნევის მილების გამოცვლა და ფარეხში გონდოლების სრული რევიზია; უსაფრთხოების მიზნით, ზედა სადგურში არსებული დამცავი ბადე შეიცვლება ახლით, ვიბრაციაზე შემოწმდება სადგურები და ანძები, გამოიცდება საბაგირო გზაზე არსებული უსაფრთხოების სისტემები. სამუშაოებს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის" სპეციალისტები ჩაატარებენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)