|
2024-11-15 15:05:01, 1535 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან 1 059 769 ლარი დაიხარჯა
ქედის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან 1 059 769 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, 2 ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და 4-ის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად დაათვალიერა. “პროექტის ფარგლებში მოეწყო: დაბა ქედაში, თ.სახოკიას ქუჩაზე აშენდა ახალი თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი და ბავშვთა გასართობი სივრცე. განთავსდა ატრაქციონები, დასასვენებელი სკამები, ლამპიოონები, დეკორატიული ხეები, წყლის შადრევანი და ურნები. სოფელ ცხემნაში აშენდა ახალი, მრავალფუნქციური თანამედროვე ტიპის მინი-სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელი ცხმორისის, დანდალოს, ზესოფლის და კოლოტაურის მინი სპორტულ მოედნებს. ასევე, სოფელ ახოში დასკვნით ეტაპზეა ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოწყობა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ტრენაჟორები და ატრაქციონი, საპარკე სკამები, ლამპიონები წყლის შადრევანი და ფანჩატური. სოფელი ახოს მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილი თანამედროვე სკვერით, რომელიც გათვლილია ყველა თაობის მომხმარებელზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)