|
2024-11-15 11:07:53, 405 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ახალი პროექტი Batumi Villas განხორციელდა
ბაზისბანკი განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. ამჯერად, სამშენებლო კომპანია ლუქსმშენმა Batumi Villas განახორციელა. ახალი პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მიერ გაწეულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ, 1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. Batumi Villas ბათუმის ახალ ბულვართან, გ. ანწუხელიძის ქ. 81-ში მდებარეობს, რომელიც განსხვავებული კონცეფციის ევროპული ტიპის დასახლებაა და გამორჩეული არქიტექტურის 10 საცხოვრებელ ვილას მოიცავს. კომპლექსი ყველანაირ პირობას უქმნის მობინადრეებს, რომ თავი საუცხოო გარემოსთან ერთად კომფორტულად იგრძნონ. ვილები უზრუნველყოფილია დაცვით, 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობით, გაქირავებისა და მართვის სერვისით. ლუქსმშენი ქართული სამშენებლო დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ბათუმში საიმედო საინვესტიციო გარემოს ქმნის. კომპანია მიზნად ისახავს თანამედროვე და ნოვატორული საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას და მომხმარებელზე ზრუნვას. ბაზისბანკის და სამშენებლო კომპანია ლუქსმშენის ბიზნეს პარტნიორობით, ბათუმში ასევე საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. პრემიუმ კლასის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ბათუმში, გ. ანწუხელიძის 79-ში. ახალ ბულვართან ახლოს. Batumi Villas შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)