|
2024-11-15 10:31:45, 407 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის მხარდაჭერით“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და "თიბისის მხარდაჭერით", 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უკვე მესამედ უმასპინძლებს. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 145 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ შორის იქნებიან ლტოლვილი ქალები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ ნაწარმს — საკვებს, ღვინოსა და სხვა სასმელებს, საჩუქრებს, სათამაშოებსა და აქსესუარებს, ხელნაკეთ ნივთებსა და დეკორს, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებებს, საახალწლო სუვენირებსა და სხვა სადღესასწაულო პროდუქციას წარუდგენენ. გაიმართება მასტერკლასები, რომლებიც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით, საახალწლო ნივთები თავადვე დაამზადონ. ქალ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, "თიბისის" ორგანიზებით, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და კერძო სექტორთან პარტნიორობით იმართება. მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით. მისამართი: ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი, წერეთლის გამზ. 118.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)