|
2016-02-27 14:56:48, 1402 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში ტერაქტი მოხდა
სირიაში, ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფომრაციას „BBC“ ავრცელებს. როგორც „BBC“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, დანაღმული ავტომობილი სირიის დასავლეთში მდებარე პროვინცია ჰამაში, ქალაქ სალამიაში აფეთქდა. არიან დაშავებულებიც. ამასთან, სამშვიდობო ზავის ამოქმედების მიუხედავად, ვრცელდება ინფორმაცია ლოკალურ ინციდენტებზე. კერძოდ, სირიის ჩრდილო-დასავლეთში მოქმედმა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ სამთავრობო არმიის თავდასხმის ობიექტი გახდა. როგორც Reuters-ი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელზე, რამი აბდულრაჰმანზე დაყრდნობით იუწყება, მომხდარს ადგილობრივი მთავრობა გამოეხმაურა და განმარტა, რომ აფეთქება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ზავის შეთანხმება არ მოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)