|
2024-11-12 14:38:58, 369 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ემირ ბურჯანაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება
სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 600 გრძივ მეტრზე ხორციელდება. ქუჩაზე კომპანია GWP-ს მიერ უკვე განახლებულია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელიც 1300 გრძივ მეტრზე უკვე დასრულებულია. ასევე, დაგეგმილია გაზმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია და საჰაერო სადენების მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსება, ახალი გარე განათების ქსელის მოეწყობა LED სანათებით. ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ტროტუარები და უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო, საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოეწყობა ახალი მოსაცდელები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია, ხოლო სამუშაოები 2025 წლის აპრილში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობას დღეს მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)