|
2024-11-12 14:22:44, 361 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - ტრანსკასპიური და კავკასიური მწვანე დერეფნის ენერგეტიკული პროექტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს, არის ტრანსკასპიური და კავკასიური მწვანე დერეფნის ენერგეტიკული პროექტი, რომელიც, მოიცავს ასევე საქართველოს დაკავშირებას ევროპასთან შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზით. პროექტი საშუალებას გვაძლევს, უფრო მიმზიდველი იყოს საქართველოს ენერგოსექტორი ინვესტორებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ეს როგორც ევროპის, ისე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციასთან (COP29) დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ენერგეტიკული და ზოგადად, ეკონომიკური თვალსაზრისით.
ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა პროექტის გლობალურ მნიშვნელობას. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ რეგიონალური პროექტი, რადგან მისი შემდგომი ფაზები ითვალისწინებს დაკავშირებას შუა აზიისა და, ზოგადად, აზიის ქვეყნებთან.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)