|
2016-02-27 12:40:13, 1539 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: იმედს ვიტოვებ, რომ პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტი გაუხსნელი არ დარჩება
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმეს პირადად აკონტროლებს. როგორც მინისტრი „რუსთავი 2“-ის ეთერში, კურიერთან საუბრისას განაცხადა, მან მაქსიმალური ძალების მობილიზება მოახდინა მომხდარის გამოსაძიებლად და იმედს გამოთქვამს, რომ ფაქტის შესახებ კონკრეტული შედეგები მალე დაიდება. „არ მინდა წინასწარ ინფორმაციების მოწოდება, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში მაქსიმალური რესურსი ჩვენი ძალების მივმართე სწორედ ამ საქმის გამოსაძიებლად. მე იმედს ვიტოვებ, რომ გაუხსნელი არ დარჩება ეს საქმე და დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავადმყოფოში ალექსი პეტრიაშვილის მოსანახულებლად შს მინისტრი გუშინ, გვიან ღამით მივიდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)