|
2024-11-09 14:31:18, 416 ნახვა
საზოგადოება
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის დამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, დევნილ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ კარიერული კონსულტირება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება, უნარები და დასაქმების სასურველი სფეროები. "რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე, სააგენტო უზრუნველყოფს ვაკანსიების მოძიებას და სამუშაოს მაძიებლებისა და ბიზნესის ურთიერთდაკავშირებას. პროექტი თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ხორციელდება. კონსულტირებისათვის, დევნილი მოქალაქეები უნდა ეწვიონ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეგიონულ სერვის-ცენტრებს შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. პროექტი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული პირების შრომის ბაზარზე გააქტიურებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)