00:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 20:29:23, 432 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან დიალოგი ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კონსტრუქციული დიალოგი ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

"ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში მქონდა ალან ბერსესთან შეხვედრის პატივი. ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ჩვენთვის სასიხარულოა პარტნიორობის გაღრმავება ევროპის საბჭოსთან - წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ასრულებს არსებით როლს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ",- აღნიშნავს კობახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics