|
2024-11-07 12:26:09, 427 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ სტაჟირების პროგრამაზე 1 020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა
"თიბისის" სტაჟირების პროგრამამ, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად აცხადებს, ტრადიციულად წელსაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. "თიბისის" სხვადასხვა მიმართულებაში სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა. შერჩევის პირველი ეტაპი, ტესტირება, 700-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, გრძელდება. ფინალში გადასული საუკეთესო კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას "თიბისიში" 2025 წლიდან გაივლიან. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, 6-დან 12 თვემდე პერიოდში, "თიბისის გუნდის" წევრები გახდნენ და რეალურ დროსა და სივრცეში მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საინტერესო პროექტის მართვასა და მათ დამოუკიდებლად განხორციელებაში, ისწავლონ წამყვანი პროფესიონალებისგან და კარიერაში პირველი დიდი ნაბიჯები გადადგან. პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები ყველა იმ უნარსა და ცოდნას შეიძენენ, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაში, სამომავლოდ კი, დასაქმებაში დაეხმარებათ, როგორც "თიბისიში", ისე - მათთვის საინტერესო ნებისმიერ სხვა საერთაშორისო თუ ქართულ კომპანიაში. "თიბისის" სტაჟირების პროგრამა მრავალფეროვანია და მასში მონაწილეობა სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.
"თიბისის" სტაჟირების პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს, მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, ვისაც საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და გამოირჩევა ცნობისმოყვარეობითა და გაბედულობით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)