01:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 16:36:18, 390 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ - რაღაც ხორხოცი აქვთ, ტრამპი მოვა და „ოცნება“ გაიმარჯვებსო - არა, მეგობრებო!

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "რესპუბლიკელ" დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ხაზარაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ აშშ-ში ტრამპის გამარჯვებით, საქართველოში "ოცნება" გაიმარჯვებს.

"მინდა პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. ეს არის ამერიკელი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არის მათი არჩევნები.

მივულოცავ, მაგრამ აქვე შევახსენებ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა იყო, რომელმაც როცა ანაკლია გააჩერეს, ტრამპის უახლოესი მეგობრის, მისი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის ინვესტიცია შეაჩერეს და ის ამ ქვეყნიდან გააგდეს.

მე გავახსენებ, რომ ტრამპის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ ჩინეთი და რუსეთი არ არიან თქვენი მეგობრებიო და სასწრაფოდ დაამთავრეთ ანაკლიაო.

ამათ ილუზია არ ჰქონდეთ! რაღაც ხორხოცი რომ აქვთ, ტრამპი მოვა და "ოცნება" გაიმარჯვებსო.

არა, მეგობრებო! თქვენ ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება. პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორიც იყო ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ მათ მხარდაჭერა და მეგობრობა არასდროს შეუჩერებიათ", - განაცხადა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics