01:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 11:08:36, 376 ნახვა

პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მზევრიშვილს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ. ამის შესახებ მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

მეზვრიშვილის განცხადებით, მაგისტრატ მოსამართლეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს.

„12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის - რატომ არ რეაგირებდა თვეების განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე დანაშაულებთან დაკავშირებით და რატომ ეხმარებიან ცესკოს მტკიცებულებების შესაძლო განადგურებაში“,- დაწერა მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 4 ნოემბერს დაიბარეს.

გუშინ, 5 ნოემბერს პროკურატურაში ასევე დაიბარეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთი-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics